კატალონიის დამოუკიდებლობის საქმეზე, რეგიონის რვა ყოფილ მინისტრს დააკავებენ. მათ აჯანყება, აჯანყებისკენ მოწოდება და სახელმწიფო სახესრების ბოროტად გამოყენება ედებათ ბრალად. შესაბამისი გადაწყვეტილება ესპანეთის სასამართლომ გამოიტანა.

BBC-ის ცნობით, მთავარმა პროკურორმა კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის, კარლეს პუდჩემონის და მასთან ერთად, კიდევ ოთხი კატალონეილი მინისტრის დაკავების ორდერიც ითხოვა.

თავად პუჩდემონი, სავარაუდოდ, ბელგიაშია, ესპანეთში დაბრუნებას არ აპირებს და "სამართლიანი სასამართლოს გარანტიას" ითხოვს.

ბელგიის ფედერალური პროკურორის განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტის მიღებისთანავე, პუჩდემონს კანონის მიხედვით დააკავებენ.

კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის და საკონსტიტუციო კრიზისის შემდეგ ესპანეთის პრეზიდენტმა მარიანო რახოიმ რეგიონს ავტონომია ჩამოართვა და პირდაპირი მმართველობა დაიწყო. რახოიმ დაითხოვა კატალონიის რეგიონული პარლამენტი და ვადამდელი არჩევნები 21 დეკემბერს დანიშნა.

გაიგეთ მეტი: კატალონიის კრიზისი - დეტალები მოკლედ