CNN-ის ინფორმაციით, ჩინეთში მომხდარ ტორნადოს 98 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 800-ზე მეტი კი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიამ საცხოვრებელი სახლები, ქარხნები და ავტომობილები დააზიანა.

ადგილობრივი მაცხოვრებლების ცნობით კი, ტორნადოს შედეგად ყველაფერი განადგურდა, საავადმყოფოები კი სავსეა დაშვებული მოქალაქეებით. სამოქალაქო სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ხელისუფლებამ უკვე გააგზავნა კარვები, დასაკეცი საწოლები და ავარიული განათების კოპლექტები.

ტორნადოს შემთხვევები ჩინეთში იშვიათია, ამიტომ გამაფრთხილებელი სისტემისა და ბუნკერების არქონამ, ასევე მოსახლეობის მჭიდროდ დასახლებამ, სტიქიის შედეგად დიდი ზარალის წარმოქმნას შეუწყო ხელი.