ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანი, სირიაში აშშ-ს სამხედრო ძალებმა საჰაერო ოპერაციის დროს მოკლეს. ამის შესახებ BBC ამერიკის სამხედრო არმიაზე დაყრდნობით წერს.

ოპერაცია გასულ კვირას ჩატარდა. ეროვნებით ქართველ ტერორისტთან ერთად 12 მებრძოლია ლიკვიდირებული.

ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ ადასტურებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. თინა ხიდაშელის თქმით, მან პენტაგონიდან ინფორმაცია 9 მარტის დილას მიიღო:

"გვაცნობეს რომ ვარაუდი არსებობს. ხაზგასმით ვამბობ, ამ წუთის მდგომარეობით ასეთი ვარაუდი არსებობს".

აბუ ომარ ალ-შიშანი IS-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან ლიდერად მოიაზრება. მის სანაცვლოდ 5 მილიონი აშშ დოლარია დაწესებული. 2010 წლამდე თარხან ბათირაშვილი საქართველოს არმიაში მსახურობდა.

The Wall Street Journal-ის მიხედვით, აგვისტოს ომიდან 2 წლის შემდეგ წელს ბათირაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მკურნალობის შემდეგ ის სამხედრო სამსახურიდან გაანთავისუფლეს. ამავე წლის სექტემბერში ბათირაშვილი იარაღის უკანონო შენახვისთვის დააპატიმრეს და 16 თვის შემდეგ გაანთავისუფლეს, რის შემდეგაც მან დაუყოვნებლივ დატოვა საქართველო.

2013 წელს ის პირველად გამოჩნდა ვიდეოებში, რომლებშიც ის იდენტიფიცირებულია როგორც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ახალი მეთაური.