საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, დაკავებული სხვა პირს ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების სოციალურ ქსელში განთავსების მუქარით 5 ათას დოლარს სძალავდა.

როგორც უწყებაში განმარტავენ 1988 წელს დაბადებული პირი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლით, გამოძალვა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.