საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ისაუბრა.

მეორე ტური მერის არჩევნებში ექვს თვითმმართველ უნდა გაიმართოს: ხაშურში, ბორჯომში, ქუთაისში, ყაზბეგში, ოზურგეთსა და მარტვილში.

12 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავს ნაციონალური მოძრაობა, მათი კანდიდატი მეორე ტურში მარტვილსა და ქუთაისში გადავიდა.