მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები, ნებისმიერი ცხოველის ინტელექტს საგრძნობლად აღემატება, გადაჭრით მაინც ვერ ვიტყვით, რომ ჭკუა მხოლოდ ადამიანებს მოგვეკითხება, რადგან არსებობენ ცხოველები, რომელთა მოხერხებულობაც ხშირად ჩვენც კი გვაკვირვებს.

სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ ათ ცხოველს, რომელთა უმრავლესობაც, გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ჭკვიანია.

10. კატა

ფოტო: Nicola Bertolini/shutterstock

კატები ძალიან მოხერხებულები არიან, მათ კარგად გამოსდით ნადირობა და სასურველის მისაღებად სტრატეგიული გათვლებით მოქმედებენ. მართალია მათი გაწვრთნა ადვილი არ არის, მაგრამ შესაძლებელია თქვენთვის სასურველი უნარ-ჩვევები საკმაოდ მარტივად ასწავლოთ.

9. ციყვი

ფოტო: TessarTheTegu/shutterstock

შეიძლება ციყვები პატარები არიან, მაგრამ მთელი მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები მიმართულია საკვების მოპოვებისკენ. ციყვებს მახსოვრობის განსაკუთრებული უნარი აქვთ, სწორედ ამიტომ მათ კარგად ახსოვთ ყველა ის სამალავი სადაც ზამთრის სახრამუნოს მარაგს ინახავენ.

8. სპილო

ფოტო: Dmytro Gilitukha/shutterstock

სხვა ცხოველებთან შედარებით სპილოებს ყველაზე დიდი ტვინი აქვთ, მართალია ტვინის ზომა არაფერს ნიშნავს, მაგრამ სპილოები საკმარისზე მეტად ჭკვიანები არიან. სპილოებს სოციალური ცხოვრებისა და ემპათიის განცდის უნარი აქვთ.

7. რვაფეხა

ფოტო: Olga Visavi/shutterstock

რვაფეხა წყალქვეშა სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი არსებაა, ისინი კარგი მონადირეები არიან, რადგან საკვების მოსაპოვებლად ან მოსალოდნელი საფრთხისგან თავის დასაძვრენად, საკმაოდ საინტერესო სტრატეგიების შემუშავება შეუძლიათ.

6. ძაღლი

ფოტო: Jaromir Chalabala/shutterstock

ძაღლის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, ამ ცხოველის მთავარი ღირსება ალბათ ადამიანთან ძლიერი ემოციური კავშირის დამყარებაა, სწორედ ამ სიყვარულისა და მზრუნველობის გამო ის ჩვენი საუკეთესო მეგობარია.

5. ვეშაპი

ფოტო: Igor Kruglikov/shutterstock

გაგიკვირდებათ და ვეშაპებს ერთმანეთთან კომუნიკაციისა და ნებისმიერი პრობლემის ერთად გადაჭრის უნარი აქვთ, რაც მათ საკმაოდ კარგად განვითარებულ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე მიუთითებს.

4. თუთიყუში

ფოტო: Ondrej Prosicky/shutterstock

ადამიანის ხმის იმიტაცია თუთიყუშს სავიზიტო ბარათია, რადგან ყველამ იცის, რომ ამ ფრინველს ნებისმიერი ჩვენგანის ხმით ალაპარაკების უნარი აქვს, რაც იმაზე მიუთითებს რომ მათ არაჩვეულებრივი მეხსიერება აქვთ.

3. დელფინი

ფოტო: Irina No/shutterstock

საკუთარ სხეულთან შედარებით, დელფინებს ყველაზე პროპორციული ტვინი აქვთ, ისინი კარგად აღიქვამენ საკუთარ თავს, შემოდიან კონტაქტში და მეტიც, საკუთარი თავის სარკეში ამოცნობაც კი შეუძლიათ.

2. ღორი

ფოტო: HQuality / Shutterstock

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ნებისმიერი მოზრდილი ღორი ისეთივე ჭკვიანია, როგორც 3 წლის ბავშვი. ისინი ადვილად ეგუებიან ნებისმიერ რთულ გარემოს, რადგან ახალი უნარ-ჩვევების შეძენა მათთვის საკმაოდ მარტივია.

1. შიმპანზე

ფოტო: Lorna Roberts/shutterstock

მათ აქვთ უნარი, გარემოც და მათ გარშემო არსებული ნივთებიც საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოიყენონ, სწორედ ამიტომ შიმპანზეები ყველაზე ჭკვიანი პრიმატები და ყველაზე გონიერი ცხოველები არიან.