დავა თიანეთის მერობისთვის გრძელდება, ქართული ოცნება ოთხი უბნის შედეგებს ასაჩივრებს
ქართული ოცნება თიანეთის საოლქო კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. თიანეთის მერობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან ლელა ქიტესაშვილმა On.ge-ს განუცხადა, ოთხ უბანში ჯამში ექვსი ბიულეტენია დაკარგული. საუბარია მეორე, მე-13, მე-15 და მე-19 უბნებზე.
ქიტესაშვილის თქმით, მასსა და მის კონკურენტს, თამაზ მეჭიაურს შორის განსხვავება ერთი ხმაა და დაკარგული ბიულეტენები გავლენას ახდენს საბოლოო შედეგზე. კანდიდატი განმარტავს, რომ საარჩევნო კოდექსით (მუხლი 169, პუნქტი 2), მერის არჩევნებში გამარჯვებულმა პირმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. კანონით, არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენები.
"დაკარგული ბიულეტენები ვერ გაბათილდება. დღევანდელი მდგომარეობით, ბარიერი არცერთ ჩვენგან გვაქვს გადალახული", - დასძენს ქიტესაშვილი.
კითხვაზე - თუ სააპელაციო სასმართლო მის სასარგებლოდ მიიღებდა გადაწყვეტილებას იგივე საკითხზე იდავებდა თუ არა - ქიტესაშვილი ასე პასუხობს:
"ზოგადად გამარჯვებულები, დამეთანხმებით, რომ არ ასაჩივრებენ ხოლმე, მაგრამ აუცილებლად იდავებდა დამარცხებული მხარე. ეს არის აუცილებლად ანგარიშგასაწევი ფაქტი", - ამბობს ქიტესაშვილი.
ცესკოს დღევანდელი მონაცემებით, თიანეთის მერი თამაზ მეჭიაურია. ის თავის კონკურენტს ერთი ხმით სჯობნის.
მანმდე ცესკოს მონაცემებით, თამაზ მეჭიაური კონკურენტ ლელა ქიტესაშვილს, რომელიც ქართული ოცნების კანდიდატი იყო, არჩევნებს ერთი ხმით უგებდა, თუმცა, საოლქო კომისიამ გაბათილებული ხუთი ბიულეტენი ვარგისად მიიჩნია. შედეგად, ლელა ქიტესაშვილს 3 081 ხმა მიაკუთვნა, მეჭიაურს კი - 3 077.
თამაზ მეჭიაური მიიჩნევდა, რომ საოლქოს გადაწყვეტილება უკანონო იყო, იგივეს იზიარებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მათი აზრით, საოლქო კომისიას ბათილად ცნობილი ბიულეტენები ვარგისად არ უნდა მიეჩნია და არჩევნებში გამარჯვებულად მეჭიაური უნდა გამოცხადებულიყო.
თიანეთის მერის გასარკვევად მცხეთის რაიონულმა სასამართლომ და თბილისის სააპელაციო სასამართლომ იმსჯელეს. ორივე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით მეჭიაური ხდებოდა მერი.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები