ნიუ-იორკში, მანჰეტენზე სროლა იყო, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სამართალდამცავებმა სროლაში ბრალდებული ერთი პირი დააკავეს.

სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მანქანის მძღოლი ჯერ ველობილიკზე ავიდა, რამდენიმე ველოსიპედისტს დაეჯახა და შემდეგ ცეცხლი გახსნა. პოლიცია მოქალაქეებს ურჩევს, რომ მანჰეტენის რაიონისაგან თავი შორს დაიჭირონ. ჯერ კიდევ უცნობია რამდენი ადამიანი დაშავებული.