ქართული მარში ფეხბურთის ფედერაციასთან საპროტესტო აქციას მართავს. ისინი ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილისგან ბოდიშის მოხდასა და ფეხბურთელ გურამ კაშიას ნაკრებიდან მოკვეთას ითხოვენ. აქცია ჰომოფობიური მოტივებით იმართება.

ფედერაციასთან მობილიზებულ სამართალდამცავებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. On.ge-ს ჟურნალისტის ინფორმაციით არიან დაკავებულები.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

გურამ კაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და ნიდერლანდების გუნდ ვიტესის კაპიტანია. ფეისბუკზე მისი ფოტოს გამოჩენას, რომელზეც თამაშის დროს, ლგბტ დროშის ფერებში სამკლაური უკეთია ქართველი მომხმარებლების ნაწილი გაღიზიანება მოჰყვა. მოგვიანებით კაშიამ განაცხადა, რომ ძალადობის წინააღმდეგია და არ ნანობს რაც გააკეთა. თავად სამკლაური კი ცნობიერების ამაღლების კამპანიის ნაწილია.