მსოფლოს გარშემო, ჰელოუინის სამზადისის დროს, ყველას ერთი საფიქრალი აქვს: მოიმარაგოს გოგრა, ყველაზე საშიშად მორთოს სახლი და რაც მთავარია კოსტიუმი - ჰელოუინის მთავარი ატრიბუტი.

ჰოლივუდში ამ დღის აღსანიშნავად შაბათ-კვირას რამდენიმე წვეულებაც გაიმართა. ერთ-ერთ მათგანზე კი ნამდვილი ფურორი ბრიუს უილისმა მოახდინა, რომელმაც თავის ასისტენტ სტევან ეიდსთან ერთად სტენლი კუბრიკის ფილმის The Shining-ის პერსონაჟის ფორმა მოირგო.