საარჩევნო ბლოკი დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო მთაწმინდის ოლქში უბნების შედეგების ხელახალ გადათვლას მოითხოვს. როგორც ბლოკში ამბობენ, ამ მოთხოვნის განსახილველად დღეს, 28 ოქტომბერს სასამართლო გაიმართა. გაერთიანების ინტერესებს თავისივე ლიდერები კახა კუკავა და დიმიტრი ლორთქიფანიძე იცავენ.

"ბლოკმა პროცესზე მიიყვანა მოწმე, რომელიც ადასტურებს, რომ მთაწმინდის #13 უბანზე ხმა მისცა დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალ საქართველოს, თუმცა შემაჯამებელ ოქმში ბლოკს უწერია ნული ხმა. ამას გარდა, ოქმებში აღმოჩენილია არაერთი არსებითი ხასიათის დარღვევა", - აცხადებენ დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოში.

საქართვლოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა. არჩევნების შედეგებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ On.ge-ს ვებგვერდზე.