საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მრებრიშვილმა საზღვრის პოლიციის ის თანამშრომლები დააჯილდოვა, რომლებიც აგვისტოში საქართველოში გაჩენილი ხანძრების ჩაქრობაში მონაწილეობდნენ. მინისტრის თქმით, მათმა მუშაობამ მათი მაღალი პროფესიონალიზმი და საქმისადმი თავდადება გამოკვეთა.

"სტიქიასთან ბრძოლის დროს, ცაზე თქვენი ყოველი გამოჩენა იყო იმედი, ძალა და შედეგი... და ამ 2000-ზე მეტმა აფრენამ ყველას დაანახა, თუ რა შეუძლია სამშობლოსა და საქმის სიყვარულით გულანთებულ ადამიანს. იმ მძიმე წუთებში თქვენმა შვილებმა, ჩვენმა მომავალმა თაობამ, საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ იქცევიან ნამდვილი გმირები", - განაცხადა მღებრიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის 21 თანამშრომელი სამინისტროს მედლით - მამაცობისთვის, ხოლო საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს ოთხი თანამშრომელი სამინისტროს მედალიონით - განსაკუთრებული დამსახურებისთვის დაჯილდოვდა.

აგვისტოში გაჩენილი ხანძრების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ On.ge-ზე.