ჰავაის ქალაქი ჰონოლულუ მსოფლიოში პირველია, რომელმაც ქუჩაზე გადასვლისას მობილურში და სხვა ციფრულ ტექნიკაში ყურება აკრძალა.

კანონი ივლისში მიიღეს და ის ძალაში ოთხშაბათს, 25 ოქტომბერს, შევიდა. ამით სურთ გზაზე გადასვლისას ავარიებისა და სიკვდილიანობის შემცირება.

კანონის დამრღვევი პირველ ჯერზე 15-დან 35 დოლარამდე გადაიხდის. მისი განმეორების შემთხვევაში კი - 99 დოლარს.