კენედის მკვლელობის ორი ათასზე მეტი დოკუმენტი გასაჯაროვდა - რა გახდა ცნობილი
აშშ-ის მთავრობამ ჯონ კენედის მკვლელობისა და გამოძიების 2800-ზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი გაასაჯაროვა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოსახლეობამ ბოლომდე უნდა იცოდეს იმ შემთხვევის შესახებ, რომლის გარშემოც მრავალი თეორია შეითხზა.
გასაჯაროებული დოკუმენტები ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ამავე დროს, ფედერალური საგამოძიებო ბიუროსა და ცენტრალური დაზვერვის სამსახურის თხოვნით, დოკუმენტების ნაწილის გამოქვეყნება გადაიდო. მათი თქმით, ფაილების ხელმისაწვდომობამ შეიძლება, ქვეყნის დაზვერვასა და თავდაცვას საფრთხე შეუქმნას.
ერთ-ერთი გასაჯაროებული დოკუმენტი ადასტურებს, რომ ფედერალური ბიურო აფრთხილებდა პოლიციას, რომ კენედის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილის, ლი ჰარვი ოსვალდის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.
ლი ჰარვი ოსვალდი კენედიზე თავდასხმიდან ორ დღეში მოკლეს: მას ღამის კლუბის მფლობელმა, ჯეკ რუბიმ ესროლა მაშინ, როდესაც ოსვალდი დალასის პოლიციის შენობიდან სამართალდამცავებს გამოჰყავდათ.
სადაზვერვო სამსახურის ერთ-ერთ დოკუმენტში საუბარია, რომ მეხიკოში, საბჭოთა კავშირის საელჩოში, ოსვალდი KGB-ს აგენტს შეხვდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ოსვალდი ესაუბრა KGB-ს დეპარტამენტის წარმომადგენელს, რომელიც "საბოტაჟსა და მკვლელობაზე" იყო პასუხისმგებელი.
გასაჯაროებულ დოკუმენტებს შორის არის 1964 წლის ფედერალური ბიუროს ანგარიში კუბის პრეზიდენტის, ფიდელ კასტროს მკვლელობის დაგეგმვაზე - კუბელ ემიგრანტთან განიხილება რა ეღირება მკვლელობის შეკვეთა.
"150 ათასი დოლარი ფიდელ კასტროს მკვლელობისთვის, კიდევ 5 ათასი ხარჯებისთვის - ეს ძალიან ბევრია", - ნათქვამია დოკუმენტში.
კიდევ ერთ დოკუმენტში საუბარია საბჭოთა კავშირის ხელისუფლების შეშფოთებაზე იმის გამო, რომ კენედის მკვლელობა "უპასუხისმგებლო გენერლებისთვის" საბჭოთა კავშირზე თავდასხმის მიზეზი გახდებოდა.
აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი ჯონ ფითჯერალდ კენედი მოკლეს 1963 წლის 22 ნოემბერს, როდესაც დალასის ცენტრალურ ქუჩებში ღია ლიმუზინით მოგზაურობდა და ხალხს ხვდებოდა.
1964 წლის ანგარიშის მიხედვით, რომ არანაირი ეჭვი არ არსებობს იმისა, რომ ლი ჰარვი ოსვალდი და შემდგომში მისი მკვლელი, ჯეკ რუბი საშინაო ან საგარეო შეთქმულებაში არ იყვნენ ჩართულნი.
1992 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, ეროვნულ არქივს უნდა შეეგროვებინა და გამოექვეყნებინა კენედის მკვლელობის ყველა მასალა 25 წლის განმავლობაში. საუბარია, დაახლოებით, 5 მილიონ დოკუმენტზე. დოკუმენტების გამოქვეყნების ვადა 2017 წლის 26 ოქტომბერს იწურებოდა. ამ დროისთვის გამოქვეყნებულია მასალის 90 პროცენტი.
პრეზიდენტ დონალ ტრამპს სურდა, რომ ყველა დოკუმენტს მოხსნოდა გრიფი, მაგრამ ბოლო წუთს სახელმწიფო ორგანოების თხოვნის შემდეგ გადაიფიქრა. საბოლოოდ, ყველა დოკუმენტი 180 დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს, ამ დროს შესაბამისი ორგანოები შეისწავლიან და გადაწყვეტენ, დალუქონ თუ დაარედაქტირონ კონკრეტული მონაცემები.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები