ნეტფლიქსის სერიალმა, The Crown, ახალი დედოფალი იპოვა.

კლერ ფოის სულ მალე ოლივია კოლმანი შეცვლის.

ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის, მაგრამ დიდი ალბათობით კოლმანი შოუს მესამე სეზონიდან გამოჩნდება.

როგორც ნეტფლიქსის დირექტორი, ტედ სარანდოსი ამბობს, სამეფო ოჯახის შესახებ გადაღებული დრამა ექვსი სეზონის განმავლობაში გაგრძელდება და ის დედოფლის ცხოვრების ყველა ეტაპს შეეხება. შესაბამისად ასაკის ცვლილებებიდან გამომდიანრე, აუცილებლობას წარმოადგენს, რომ ელიზაბეტის როლი სხვადასხვა მსახიობებმა შეასრულოს.