ღორი, ღორის ხორცი და დაბალი ცხიმიანობა ერთად წარმოუდგენელია, მაგრამ ჩინელმა მეცნიერებმა შეძლეს და გენმოდიფიცირების შედეგად სწორედ ასეთი ცხოველები შექმნეს.

Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, ექსპერიმენტზე მომუშავე ჯგუფმა შეძლო და 12 ჯანმრთელი ღორი გამოიყვანა, რომელთაც სხვა ნათესავებთან შედარებით 24%-ით ნაკლები ცხიმი აქვთ ორგანიზმში.

მეცნიერები ამბობენ, რომ დაბალი ცხიმიანობის მქონე ღორები ფერმერებს ხარჯებს საგრძნობლად შეუმცირებთ, რაც ინდუსტრიაში რევოლუციას მოახდენს.

ამ ახალ ცხოველებს აქვთ გენი, რომელიც მათ სხეულის ტემპერატურის რეგულირების საშუალებას ცხიმის დაწვით აძლევს, რაც ფერმერებს გათბობისა და გამოკვების ხარჯების მნიშვნელოვნად დაზოგვის საშუალებას მისცემს.

გენური მოდიფიკაციისთვის მეცნიერებმა CRISPR-Cas9 ტექნიკა გამოიყენეს, რომელიც მათ დნმ-ის ადვილად შეცვლის შესაძლებლობას აძლევთ.

ღორებს, განსხვავებით სხვა ცხოველებისგან, გენი UCP1 არ აქვთ. ეს გენი ცხოველებს სიცივეში სხეულის ტემპერატურის რეგულირებაში ეხმარებათ. მეცნიერებმა ღორების უჯრედებში თაგვის გენი გადანერგეს და 2 553 ემბრიონი შექმნეს. ამის შემდეგ აღნიშნული ემბრიონები 13 ძუ ღორის საშვილოსნოში მოათავსეს. მათგან 3 დაფეხმძიმდა და ჯამში 12 ხვადი გოჭი გააჩინეს.

ასევე იხილეთ: რით გამოირჩევა ღორი სხვა სასოფლო სამეურნეო ცხოველებისგან