როგორც უკვე იცით, სამი ოსკარის მფლობელი ლეგენდარული მსახიობი დენიელ დეი ლუისი კინოდან წასვლას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია პრასას ლუისის პრესმდივანმა მიაწოდა.

"დენიელი კინოდან მიდის, ის უარს ამბობს მსახიობობაზე. ის მადლობელია ყველა იმ ადამიანის ვისთან ერთადაც მან წლების განმავლობაში იმუშავა. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და ამ თემაზე მეტ კომენტარს აღარ გააკეთებს", თქვა ლუისის პრესმდივანმა ლესლი დარტმა.

დენიელ დეი ლუისის ბოლო სამსახიობო ნამუშევარი ეკრანზე 2017 წლის დეკემბერში გამოვა. პოლ თომას ანდერსონის ფილმში, Phantom Thread, ის მთავარ როლს ასრულებს.

გთავაზობთ ფილმის პირველ ტრეილერს

ახალი დრამის სიუჟტი 1950 წლის ლონდონში ვითარდება, სადაც ცნობილი დიზაინერისა და მისი მუზის ცხოვრება არის მოთხრობილი.