ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ სი ძინპინის იდეოლოგიის კონსტიტუციაში ჩაწერას, რითაც, ფაქტობრივად, პარტიის დამფუძნებელ მაო ძედუნთან გაათანაბრა. პარტიამ ერთსულოვანი გადაწყვეტილება პარტიული ყრილობის ბოლოს მიიღო და ის ხუთი წლის განმავლობაში ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა გახდა.

კომუნიცტური პარტიის ყრილობა წინა კვირას დაიწყო. სი ძინპინმა თავისი ფილოსოფია ორი ათასზე მეტი დელეგატის წინაშე წარადგინა სახელით "სი ძინპინის აზრები ჩინური სოციალიზმის მოდელის შესახებ ახალ ეპოქაში".

ჩინეთის წინა ლიდერებიც ცდილობდნენ კოსნტიტუციაში თავისი იდეოლოგიის გაწერას, თუმცა არც ერთ მათგანს არ უწოდებია თავისი ფილოსოფიისთვის "აზრები". სიმდე ჩინეთის კონსტიტიციაში მხოლოდ ორი ლიდერის სახელი მოხდვა - მაო ძედუნი და დენ სიაოპინი.

სი ძინპინის იდეებს დღეიდან სკოლისა და უნივერსიტეტის მოსწავლეები, სახელმწიფო საწარმოების თანამშრომლები და კომუნისტური პარტიის 90 მილიონი წევრი ისწავლის.

სი ძინპინი 2012 წლიდან არის ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი, ხოლო 2013 წლიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე გახდა.