რას ნიშნავს შენგენის ზონაში ავტორიზაცია - ჯერ გავერკვეთ, შემდეგ ვიდარდოთ
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტის (LIBE) მიერ 19 ოქტომბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ საყოველთაო შფოთი გამოიწვია საქართველოში. რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების რეალური შინაარსი და როგორ იქნა ის დანახული?
"ევროპული სამოგზაურო ინფორმაცია და ავტორიზაციის სისტემა" - ETIAS ევროკავშირში განხილვის საგნად ჯერ კიდევ 2016 წლის აგვისტოში იქცა. ხოლო ევროპარლამენტისთვის ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული წინადადება, შენგენის ქვეყნებში შესასვლელად ავტორიზაციის გავლის შესახებ, LIBE-ს კომიტეტის მიერ სულ რამდენიმე დღის წინ იქნა მიღებული. წინადადება მოიცავს შემდეგ ფორმულირებას: იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც არ სჭირდებათ ვიზა შენგენის ზონაში სამოგზაუროდ, მოუწევთ გამგზავრებამდე ავტორიზაციის გავლა.
რას ნიშნავს ავტორიზაცია?
ავტორიზაცია მოიცავს სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე დარეგისტრირებას, პერსონალური მონაცემების შევსებას, მათ შორის სწავლისა და მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ატვირთვას და სააპლიკაციო გადასახადის, 10 ევროს გადახდას. წინადადების მიხედვით, მაქსიმუმ 72 საათში თქვენ მიიღებთ დასტურს/უარყოფას ევროზონაში შესვლის ნებართვასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ავტორიზაციის გავლის შემდეგ მომავალი 3 წლის განმავლობაში თქვენ თავისუფლდებით სააპლიკაციო გადასახადისგან. ამასთანავე, 18 წლამდე ახალგაზრდები, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები, სტუდენტები და მკვლევარები თავისუფლები არიან სააპლიკაციო გადასახადისგან.
როდიდან შევა აღნიშნული პროცედურა ძალაში?
2016 წლიდან მოყოლებული, მაშინ როდესაც ETIAS პირველად გაჟღერდა, ევროკომისიამ მისი ძალაში შესვლა 2020 წლისთვის დააანონსა.
ETIAS-ს მიზანი:
ევროპული სამოგზაურო ინფორმაციის და ავტორიზაციის სისტემის მთავარი მიზანი ევროპის უსაფრთხოებაა. სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი, ნამდვილად არ ართულებს პროცედურებს, პირიქით, თქვენ თქვენივე ქვეყანაში გაიგებთ თქვენი მონაცემები რამდენად აკმაყოფილებს მესაზღვრის უსაფრთხოების მოთხოვნებს, შენგენის ზონის ქვეყანაში.
გამოხმაურება საქართველოში (სოციალურ მედიაზე დაყრდნობით)
მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, მალევე მოედო სოციალურ ქსელს. ისევე, როგორც ყველა სხვა მოვლენას, აღნიშნულ გადაწყვეტილებასაც ჰყავს მომხრეები და მოწინააღმდეგეები. სამწუხაროდ, ევროსკეპტიკოსები კიდევ უფრო მეტი არგუმენტით "შემოსილად" გრძნობდნენ თავს, და დანარჩენ მოსახლეობას უვიზო მიმოსვლის მოკლევადიან სიხარულს აყვედრიდნენ. პროევროპელებიც ინფორმაციის არქონის გამო მთლად დამაჯერებლად ვერ ეკამათებოდნენ ოპონენტებს, რამაც საბოლოოდ, მთელ ამ 3 დღიან განხილვას, კიდევ უფრო მეტი იმედგაცრუების ელფერი მისცა.
სინამდვილეში:
- აპლიკაციის შესავსებად დაგჭირდებათ მაქსიმუმ 20 წუთი.
- სამ წელიწადში ერთხელ მოგიწევთ დაახლოებით 29 ლარის გადახდა (დღევანდელი კურსით).
- თუკი სტუდენტი ხართ, მოგიწევთ დამადასტურებელი საბუთის ატვირთვა.
- სამუშაო გამოცდილების მითითება.
- კითხვებზე პასუხის გაცემა: აქამდე რომელიმე ქვეყნიდან ხართ თუ არა დეპორტირებული? გაქვთ თუ არა კრიმინალური წარსული?
- დაგჭირდებათ მიუთითოთ თქვენი სამედიცინო მდგომარეობა.
საბოლოოდ, თქვენი მონაცემები გადაეგზავნება უსაფრთხოების სამსახურის ბაზასა და ევროპოლს, რომლებიც კოორდინირებულად 72 საათში გაგცემენ პასუხს თქვენი მოგზაურობის თაობაზე.
როგორც, აღმოჩნდა არც თუ საგანგაშოდ არის საქმე და 2016 წელს ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, სულაც არ უკავშირდება საკუთრივ საქართველოს (საქართველომ 2017 წლის მარტში მიიღო უვიზო მიმოსვლა ევროკავშირისაგან) და არც ვინმე გეგმავს ევროკავშირში ჩვენს საწინააღმდეგოდ “შეთქმულებას”.
-
გადახედვადაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA დაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
კომენტარები