ურთიერთობაში ბევრი ისეთი რამ არის, რაც დღის სინათლეს ვერასდროს იხილავს, მაგალითად ხშირ შემთხვევაში წყვილებს არასდროს უნახავთ ერთმანეთი მაშინ, როდესაც რომელიმე მათგანი ტუალეტს მოიხმარს.

ბოლო გამოკითხვა, რომელიც კომპანია Mic-მა ჩაატარა, ცხადყოფს, რომ წყვილებს, რომლებიც მაგალითად ერთმანეთის თვალწინ შარდავენ, ან უფრო მეტიც, აკუებენ - უფრო მყარი ურთიერთობა აქვთ.

მედია კომპანიის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ, აჩვენა, რომ გამოკითხული 129 ადამიანის უმეტესობა, ურთიერთობის დაწყებიდან 2-6 თვიან ინტერვალში "უთამამდება" ერთმანეთს და გაკუებასაც კი არ ერიდება.

გამოკითხვაში ისიც არის ნაჩვენები, რომ კაცები ხშირ შემთხვევაში ამ ნაბიჯს ქალებისგან ელიან, შემდეგ კი თვითონაც იგივეს იმეორებენ. გამოკითხულთა მხოლოდ შვიდმა პროცენტმა თქვა, რომ მას არასდროს გაუკუებია თავისი პარტნიორის თანდასწრებით.