თუ ხელოვნების, განსაკუთრებით კი მხატვრობის მოყვარული ხართ, მაშინ არაფერია იმაზე კარგი, ვიდრე მუზეუმებსა და გალერეებში გატარებული რამდენიმე საათი.

უნდა ითქვას ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში არ ვაკვირდებით თუ რა გვაცვია საგამოფენო დარბაზებში ვიზიტის დროს, სამაგიეროდ ეს ჩვენს მაგივრად ფოტოგრაფმა სტეფან დრასჩენმა გააკეთა, რომელსაც არაფერი უყვარს იმაზე მეტად, ვიდრე იმის ყურება თუ როგორ ათვალიერებენ ნახატებს მუზეუმებისა და გალერეების ვიზიტორები.

მან სპეციალური ფოტოპროექტიც კი შექმნა და რამდენიმე წლის განმავლობაში იღებდა ხალხს, რომელთა ჩაცმულობაც ნახატებს იდეალურად ერწყმოდა.

2015 წლიდან მოყოლებული, სტეფანი სამ ქალაქში პარიზში, ვენასა და ბერლინში აკვირდებოდა დამთვალიერებლებს და საბოლოო ჯამში არაჩვეულებრივი მასალა დააგროვა.