11 წლის ამერიკელმა გიტანჯალი რაომ 2017 წლის Discovery Education-ის ახალგაზრდა მეცნიერების კონკურსში გაიმარჯვა. მისი გამოგონება სენსორია, რომელიც წყალში ტვყვიის დონეს ბევრად უკეთ ზომავს, ვიდრე ტრადიციული მეთოდები.

თავისი გამოგონებით გიტანჯალი რაო ამერიკის ყველაზე ახალგაზრდა ტოპ -მეცნიერებში მოხვდა. ამ სტატუსთან ერთად, ის სახლში 25 ათას დოლარსაც წაიღებს.

რაოს თქმით, მას მოწყობილობის შექმნა მიჩიგანში არსებულმა წყლის კრიზისულმა მდგომარეობამ შთააგონა.

"ვხედავდი, რომ ჩემი მშობლები წყალში ტყვიის ხარისხს ზომავდნენ. ვიფიქრე, რომ მათი მეთოდი არც თუ ისე საიმედოდ გამოიყურებოდა და ის რამე უკეთესით უნდა შემეცვალა", თქვა მან Business Insider-თან ინტერვიუში.

გამარჯვების შემდეგ, რაოს სურს, რომ თავის გამოგონებაზე მუშაობა განაგრძოს და ის კიდევ უფრო დახვეწოს.

ფოტო: Andy King / Discovery Education

ფოტო: Andy King / Discovery Education