თამაზ მეჭიაური საარჩევნო შედეგების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს. ამის შესახებ მან იბერიის ეთერში განაცხადა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თამაზ მეჭიაური ქართული ოცნების კანდიდატთან 4 ხმით აგებს. ცვლილების მიზეზი, თავდაპირველად ბათილი 5 ბიულეტენისთვის, ამ სტატუსის მოხსნაა.

"ამ კონვერტში, ბათილებში იყო ცარიელი ბიულეტენებიც... სასამართლოში შევიტანთ ახლა სარჩელს, ამაზე უკვე მუშაობს შტაბის უფროსი და წასულია თბილისში. სასამართლოს გაუჭირდება რაიმე სხვა გადაწყვეტილების მიღება გარდა იმისა, რომ საწყის მდგომარეობაში დააბრუნოს სიტუაცია", - ამბობს მეჭიაური.

22 ოქტომბერს მეჭიაური თავის კონკურენტს ჯერ ერთი ხმით, მანამდე კი 7 ხმით უსწრებდა.