რეჟისორმა ისა შაკარმა ცოტა ხნის წინ ახალი ვიდეო გადაიღე, სადაც ჰოლანდიაში ჩასული ემიგრანტი ერაყიდან, გამვლელებს სთხოვს მის მობილურზე მისული მესიჯის წაუკითხონ.

მესიჯის შინაარსი შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია, წერია რომ მუსლიმების ადგილი ჰოლანდიაში არ არის და ყველა ემიგრანტმა უნდა დატოვოს ქვეყანა. მუსლიმ ქალს ამცირებენ და ლანძღავენ.

ისა შაკარის ვიდეოში ჩანს, რომ არც ერთ მსურველს მესიჯის წაკითხვა არ სურს და ქალს სთხოვენ წაშალოს ის ტელეფონიდან არ უპასუხოს მონაწერს და დაბლოკოს ნომერი.

საბოლოოდ ერაყელს ემიგრანტს ყველა ეუბნება, რომ რაც მესიჯში წერია, ერთი დიდი სისულელეა და არ დაუჯეროს, მათგან მხარდამჭერ სიტყვებსაც იღებს და ერთი სიტყვით, ეს ნამდვილად ის ვიდეოა, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ უყურებთ.