საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს 3 644-ვე უბნის შედეგები დათვალა. წინასწარი შედეგებით, ოთხპროცენტიანი ზღვარი მხოლოდ ოთხმა პარტიამ გადალახა.

მთელი საქართველოს მასშტაბით, ხმების რაოდენობა ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - 55,73%;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 17,07%;
  • ევროპული საქართველო - 10,4;
  • პატრიოტთა ალიანსი - 6,56%.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები გუშინ, 21 ოქტომბერს ჩატარდა.