ცესკოს წინასწარი შედეგებით, თბილისის ახალ საკრებულოში უფრო ნაკლები ქალი დეპუტატი იქნება, ვიდრე ახლა არის.

2014 წელს არჩეულ თბილისის საკრებულოში 50 დეპუტატიდან 13 ქალი იყო, წელს კი, დღევანდელი მოცემულობით, მხოლოდ 10 დეპუტატი იქნება.

თბილისის საკრებულოს მოქმედი და მომავალი ქალი დეპუტატების შესახებ ინფოგრაფიკა ForSet-მა მოამზადა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის საკრებულოში ოთხი პარტია შედის. ოთხპროცენტიანი ზღვარი ქართულმა ოცნებამ (53,06%), ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ (17,65%), ევროპული საქართველო (9,18%) დაპატრიოტთა ალიანსი (5,62%) გადალახეს.

ამავე მონაცემებითვე, თბილისის ყველა უბანში მაჟორიტარები ქართული ოცნების კანდიდატები გახდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება თბილისის საკრებულოში უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი.