ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რომელიც რამდენიმე წუთის წინ განახლდა, თამაზ მეჭიაური ქართული ოცნების კანდიდატთან 4 ხმით აგებს. ცვლილების მიზეზი, თავდაპირველად ბათილი 5 ბიულეტენისთვის, ამ სტატუსის მოხსნაა. თიანეთის საარჩევნო ოლქის საარჩევნო კომისიამ 5 ბიულეტენი ვალიდურად მიიჩნია. შესაბამისი ოქმი ცესკოს საიტზე რამდენიმე წუთის წინ აიტვირთა.

ამ დროის [16:55 სთ] მონაცემებით, თამაზ მეჭიაურმა ხმების 49,97% (3 077 ხმა) მიიღო, მისმა კონკურენტმა ქართული ოცნებიდან ლელა ქიტესაშვილმა კი - 50,03% (3 081 ხმა).

ამ დრომე მეჭიაური თავის კონკურენტს ჯერ ერთი ხმით, მანამდე კი 7 ხმით უსწრებდა.