თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა კახა კალაძეს წარმატებული მერობა უსურვა. მისი თქმით, ის ახალი პოლიტიკური კულტური მომხრეა და ეს შედეგების აღიარებას ნიშნავს:

"ბრძოლა ამ წინასაარჩევნო პერიოდში იყო ძალიან უთანასწორო... ჩემ წინააღმდეგ იყო საშინელი ანტიპიარი სოციალურ ქსელებში, იყო უშიშროების ძალიან დიდი ჩართულობა. გუშინ ვნახეთ აღმაშფოთებელი და მიუღებელი ფაქტები, როდესაც ადამიანებს, ერეკებოდა სახელისუფლებო პარტია საარჩევნო უბნებზე. თუმცა ამის მიუხედავად ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგები არის ოფიციალური შედეგები".

ელისაშვილი განცხადებით, ის უკეთესი ქალაქისთვის იბრძოდა და იმედი აქვს, რომ კალაძე ამას მოახერხებს:

"და ამ უთანასწორო ბრძოლის მიუხედავად ქართული ოცნების კანდიდატი გაძვრა და დაუსხლტა მეორე ტურს, მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ათასი ხმით და 1 პროცენტით. თანაბარ ბრძოლაში თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერი კახა კალაძე გახდა. მან ამომრჩეველთა ხმების 51,06 პროცენტი მიიღო. ამ დროისთვის ცესკომ 737-ვე უბნის შედეგები დათვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისში მეორე ტური არ გაიმართება.