ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის საკრებულოში ოთხი პარტია შედის. ოთხპროცენტიანი ზღვარი ქართულმა ოცნებამ (52,96%), ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ (17,62%), ევროპული საქართველო (9,19%) და პატრიოტთა ალიანსი (5,64%) გადალახეს.

ცესკოს წინასწარი მონაცემებითვე, თბილისის ყველა უბანში მაჟორიტარები ქართული ოცნების კანდიდატები გახდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება თბილისის საკრებულოში უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი.

არჩევნების შედეგებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ On.ge-ზე.