შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რუსთავში არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლისა და მეორე არასრულწლოვანი შვილის ცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

უწყების თქმით, ბრალდებულმა არაფხიზელ მდგომარეობაში დაზარალებულებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ქალმა პოლიცია გამოიძახა. შსს-ს განმარტებით, ბრალდებულს მსგავსი ქმედება არაერთხელ ჩაუდენია.

უწყების განცხადებით, ქმარი საკუთარი ბინაში დააკავეს და ის დანაშაულს აღიარებს. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", "გ" და "ე" ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს არასრულწლოვნის თანდასწრებით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრისა და არასრულწლოვნის მიმართ ძალადობასა და სისტემატურ შეურაცხყოფას. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე