ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბათუმის მერი ქართული ოცნების კანდიდატი ლაშა კომახიძე გახდა და მან ხმების 55,67 პროცენტი მიიღო. ამ დროისთვის ბათუმის 103 უბნიდან ყველა დათვლილია, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე ტურის ჩატარება მოსალოდნელი არაა.

ბათუმის მერობის სხვა კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ლევან ანთაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 24,19%;
  • პეტრე ზამბახიძე, ევროპული საქართველო - 6,43%;
  • თენგიზ თავდგირიძე, პატრიოტთა ალიანსი - 6,16%;
  • ჯელალ ქიქავა, ლეიბორისტული პარტია - 3,24%;
  • ომარ ფარტენაძე, დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო - 2,12%;
  • კახაბერ ცისკარიძე, საქართველო ერთობისა და განვითარებისთვის - 0,99%;
  • რობერტ ფუტკარაძე, ერთობა ახალი საქართველო - 0,73%;
  • ნათია ბუაძე, სახალხო ხალხის ერთსულოვნება - 0,48%.

არჩევნების შედეგებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ On.ge-ზე.