ცესკოს მიერ დათვლილი მონაცემების 100 პროცენტით, დამოუკიდებელმა კანდიდატმა 17,46 პროცენტი მიიღო და ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატს, ზაალ უდუმაშვილს გადაასწრო (16,53 პროცენტი).

წინასწარი შედეგებით ლიდერობს ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე, რომელმაც 51,06 პროცენტი მიიღო.

განახლება: მასალა თავდაპირველად უბნების 99 პროცენტის მონაცემებზე დაყრდნობით მომზადდა, რაც ხმების სრულად დათვლის შემდეგ უმნიშვნელოდ შეიცვალა.