ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ცნობით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, წინასწარი შედეგებით, თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ხმების 51,4% მიიღო.

ცესკოს მონაცემებით, მეორე ადგილს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, ზალიკო უდუმაშვილი იკავებს, რომელმაც ხმების 16,68 პროცენტი მიიღო, ხოლო მესამე ადგილზე ხმების 16,6 პროცენტით ალეკო ელისაშვილი გავიდა.

რაც შეეხება სხვა საარჩევნო სუბიექტებს, ხმები ასე გადანაწილდა:

  • ელენე ხოშტარია 7,39%
  • ირმა ინაშვილი - 3,27%
  • კახა კუკავა 1,26%
  • გიორგი ვაშაძე - 1,85
  • გიორგი გუგავა - 0,98%
  • თენგიზ შერგელაშვილი - 0,26
  • გიორგი ლილუაშვილი - 0,08%
  • დავით შუკაკიძე - 0,07%
  • ნიკოლოზ სანებლიძე - 0,05%
  • ლაშა სტურუა - 0,11

ცესკოს, ამ ეტაპზე (22 ოქტომბერი, 03:30), თბილისის მასშტაბით, საარჩევნო უბნების მხოლოდ 22 პროცენტი აქვს დათვლილი.

ასევე იხილეთ: