თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ არსებული შედეგებით, ევროპულ საქართველოს აქვს შესაძლებლობა დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ შეუძლია იყოს ქართული ოცნების ალტერნატივა. ამის შესახებ ხოშტარიამ ტელეკომპანია იმედთან ისაუბრა:

"არ ვაპირებ გავჩერდე. ვაპირებ, ძალიან ბევრი ვიმუშავო და ვიდგე იმ გაჭირვებული ადაიანების გვერდში, მათ შორის იმათი, ვინც მომცა ხმა და ვინც არ მომცა ხმა, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ქართული ოცნება მათ ზურგს შეაქცევს."

ხოშტარიას თქმით, ქართული ოცნების მმართველობა ქალაქისთვის სერიოზული პრობლემაა:

"ქართული ოცნება დღეს ყველანაირ რესურსს მიმართავდა - ადამიანების დაშინებას, აღრიცხვას უბნებზე, სრული მობილიზაცია ჰქონდათ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით და ეს არის ხმებზე ნადირობა."

რუსთავი 2-ის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ელენე ხოშტარიამ არჩევნებში 7% მიიღო.