2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 45,64 პროცენტი დაფიქსირდა. შედარებისთვის, 2014 წელს, აქტივობა 43,31 პროცენტი იყო. ცესკოს მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 1 570 500 ადამიანი მივიდა.

რაც შეეხება თბილისს, აქ ამომრჩეველთა აქტივობა 43,4 პროცენტი იყო.

ცესკოს ცნობით, საერთო ჯამში 204 საჩივარი დაიწერა და ისინი ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს.