ნანა ლეჟავა: არ გვინდოდა, რომ ჩვენი ეგზიტპოლი აჟიოტაჟის მიზეზი გამხდარიყო
ტელეკომპანია იმედმა, კონკურენტის - რუსთავი 2-ის მსგავსად, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ეგზიტპოლი დაუკვეთა, თუმცა შედეგები ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია.
On.ge დაინტერსდა, რატომ არ გაასაჯაროვა ამ დრომდე იმედმა ეგზიტპოლის შედეგები, რომელიც ტელეარხმა კვლევით ორგანიზაცია გორბს დაუკვეთა.
"გვექნება ეგზიტპოლი, უბრალოდ, არ გვინდოდა, რომ აჟიოტაჟის მიზეზი გამხდარიყო ჩვენი ეგზიტპოლი. ამიტომ, ჩვენ გვექნება ძალიან მშვიდად და წყნარად. ყველა ეგზიტპოლის გამოცხადება მერე ხდებოდა გარკვეული ბრალდებების მიზეზი. ჩვენ გამოვაცხადებთ ეგზიტპოლს ცოტა ხანში", - უთხრა არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნანა ლეჟავამ On.ge-ს და დასძინა, რომ შედეგები, სავარაუდოდ, 18 საათის მონაცემებს აღწერს.
ტელეკომპანია იმედის დაკვეთით არჩევნების დღეს ეგზიტპოლი ჩაატარა გორბმა. სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ შეასრულა 2016 წელს იმედის, GDS-ის, მაესტროსა და GPB-ის მიერ TNS-ისთვის დაკვეთილი ეგზიტპოლის საველე სამუშაოები.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეგზიტპოლის 18 საათის მონაცემებით, თბილისში მერის არჩევნებში ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ 54% პროცენტი მიიღო. თუ ცესკო-ს შედეგები რუსთავი 2-ისეგზიტპოლის მსგავსი იქნება, მეორე ტური არ გაიმართება.
- სხვა კანდიდატების შედეგები ასე გამოიყურება:
- ზაალიკო უდუმაშვილი - 15%;
- ალეკო ელისაშვილი - 14%;
- ელენე ხოშტარია - 7%;
- კახა კუკავა - 3%;
- ირმა ინაშვილი - 3%;
- გიორგი ვაშაძე - 2%.
კვლევის მეთოდოლოგია
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით კვლევა დღეს, 21 ოქტომბერს ედისონ რისერჩმა საფასურის სანაცვლოდ ჩაატარა, თუმცა რესპონდენტები არ იხდიან ფულს და გამოკითხვა ამ ნაწილში უფასოა. კვლევის ცდომილება 3 პროცენტია.
რესპონდენტები კვლევისთვის პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, თვითადმინისტრირებული კითხვარით გამოიკითხნენ თბილისში (კითხვარი).
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები