იტალია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ქვეყანაა. ტურისტების ძირითადი ნაკადი, და მათ შორის, ქართველი ტურისტები, ძირითადად, კლიშედ ქცეულ ადგილებს სტუმრობენ.

თუმცა, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში, იტალიაშიც არსებობს პატარა მარგალიტები, რომლებსაც ვენეციის, რომისა და ფლორენციის მონახულების შემდეგ შეგიძლიათ ესტუმროთ და ყველასგან განსხვავებულად იმოგზაუროთ.

რა თქმა უნდა, გამოცდილ მოგზაურებსა და მობოდიალეებს, ასევე გეოგრაფიის გენიოსებს, ეს ქალაქები გაგებული და დათვალიერებულიც გექნებათ, მაგრამ მათ, ვისაც მოგზაურობის დასაგეგმად იდეები გჭირდებათ, წარმოგიდგენთ იტალიის ზღაპრულ ქალაქებს, სოფლებსა და დაბებს.

1. ბურანო

ბურანო, იტალია

ბურანო, იტალია

ფოტო: kavalenkava volha / Shutterstock

ეს პატარა ქალაქი-კუნძული იმავე ლაგუნაში მდებარეობს, რომელშიც ვენეციაა. ბურანო ერთ-ერთი ყველაზე ფერადი ქალაქია იტალიაში. სახლების ფერები სპეციალურად შემუშავებულ წესებში უნდა ჯდებოდეს. თუ ვინმე სახლის გადაღებვას მოინდომებს, ნებართვისთვის ადგილობრივ მთავრობას უნდა მიმართოს.

ლეგენდის მიხედვით, სახლები პირველად კუნძულზე მცხოვრებმა მეთევზეებმა შეღებეს, რათა ზღვაში გასულებს დაენახათ და ადვილად გამოეგნოთ ნაპირზე.

ბურანოში ღამის გათევა საკმაოდ იაფია. მაგალითად, სამ სართულიანი სახლის ქირაობა, რომელშიც 3 საძინებელი და ყველა საჭირო მოწყობილობაა, ღამე $151 ღირს.

2. კაპრი

კაპრი, იტალია

კაპრი, იტალია

ფოტო: Boris Stroujko / Shutterstock

თუ ტურისტების მონათხრობს დავუჯერებთ, კაპრისთან ყველაზე ლურჯი ოკეანეა. ჰაერში ლიმონის ყვავილების არომატი ტრიალებს და ყველა მხრიდან საოცარი ხედი იშლება. ეს პატარა კუნძული ნეაპოლის სრუტეში მდებარეობს და მისი პოპულაცია მხოლოდ 12 ათასი ადამიანია.

ლეგენდის მიხედვით, ეს ის კუნძულია, რომლიდანაც ოდისევსს სირინოზები უხმობდნენ.

კაპრიზე ბინების ფასები $130-დან $200-მდე მერყეობს.

3. პიტილიანო

პიტიგილანო, იტალია

პიტიგილანო, იტალია

ფოტო: Gaspar Janos / Shutterstock

ამ პატარა სოფელს La Piccola Gerusalemme-ს ანუ პატარა იერუსალიმსაც უწოდებენ. აქაურობა პოპულარული ტურისტული დანიშნულება არ არის. პიტილიანოში წელიწადში მხოლოდ 25 ათასი ტურისტი ჩადის.

სოფელი მდიდარია არქიტექტურული ძეგლებით. აქ საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ იტალიელი ებრაელები, შესაბამისად, ქალაქში მრავლადაა ებრაული კულტურის ნიმუშები.

ღამის გათევა საოცრად იაფი დაგიჯდებათ, ბინის ფასები $40-დან $100-მდე მერყეობს.

4. ლიპარი

ლიპარი, იტალია

ლიპარი, იტალია

ფოტო: Andrey Bayda / Shutterstock

ლიპარი კუნძულია ტირენიის ზღვაში, სიცილიის ჩრდილოეთით. ქალაქში ბევრი ხალხი იყრის თავს. თუმცა, ქალაქგარეთ სრული სიწყნარე, სიმშვიდე და ულამაზესი ბუნება გელით.

ბინების ფასები $30-$130.

5. მანაროლა

მანაროლა, იტალია

მანაროლა, იტალია

ფოტო: Stefano Termanini / Shutterstock

მანაროლა ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია, მაგრამ იქ მაინც უნდა ჩახვიდეთ - ეს ხომ ჰიფსტერული მოგზაურობის რჩევები არ არის.

ქალაქში უამრავი გასართობია, ღვინისა და ადგილობრივი სამზარეულოს ტურები, გასეირნება ნავებით, დაივინგი, შოპინგი და ა.შ.

ქალაქი განთქმულია ადგილობრივი ღვინით.

ბინების ფასები $130-დან $200-მდე მერყეობს.

6. ალბერობელო

ალბერობელო, იტალია

ალბერობელო, იტალია

ფოტო: Littleaom / Shutterstock

ეს პატარა იტალიური ქალაქი ადგილობრივი არქიტექტურითაა სახელგანთქმული. ე.წ. ტრულოს სახლებით - ქვით ნაშენი პატარა საცხოვრებლები, რომლებსაც კონუსისებრი სახურავები აქვს.

ასეთ სახლებში დარჩენა $50-$100 დაგიჯდებათ.

7. სანტ აგატა დე გოტი

სანტ აგატა დე გოტი, იტალია

სანტ აგატა დე გოტი, იტალია

ფოტო: TL_Studio / Shutterstock

შუა საუკუნეების ქალაქი მდინარის პირას, კლდეზეა გაშენებული. აქაურობას ბევრი ტურისტი არ სტუმრობს, მაგრამ ქალაქში უამრავი რესტორანი და ღვინის მაღაზიაა. ადგილობრივებს უყვართ ტურისტებთან ურთიერთობა და მათთვის ლოკალური კულტურის გაზიარება.

ღამის გათევა $50-$100 დაგიჯდებათ.

ამ შვიდი ქალაქის გარდა იტალიაში უამრავი უცნობი და ულამაზესი ადგილია, რომლის მონახულებაც აუცილებელია. იმედი გვაქვს ჩვენი რჩევები საუკეთესო მოგზაურობის დაგეგმვაში დაგეხმარებათ.