ანტისემიტური განცხადებების გამო, პოლონეთში კანიე ვესტის კონცერტი გაუქმდა
ფოტო: TNY
ანტისემიტური, რასისტული და პრო-ნაცისტური კომენტარების გამო, პოლონეთში კანიე ვესტის კონცერტი გაუქმდა.
კანიე ვესტს, რომელიც ასევე ცნობილია როგორც Ye, 19 ივნისს, პოლონეთში კონცერტი უნდა ჩაეტარებინა, თუმცა გასულ პარასკევს სტადიონის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პერფორმანსი "ფორმალური და სამართლებრივი მიზეზების გამო" აღარ ჩატარდება.
ფოტო: People
აღსანიშნავია, რომ კონცერტის გაუქმების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ვესტმა საფრანგეთში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა მას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
შეგახსენებთ, რომ ვესტმა გასული წლის თებერვალში სვასტიკიანი მაისურების გაყიდვა დაიწყო, რის გამოც პლატფორმა Shopify-მ მისი ინტერნეტ-მაღაზია გააუქმა. თუმცა, ვესტი ამით არ დაკმაყოფილდა და სამი თვის შემდეგ გამოუშვა სიმღერა, სახელწოდებით Heil Hitler.
ფოტო: Matt Winkelmeyer / Getty Images / The Recording Academy
მიუხედავად ამისა, იანვარში, ახალი ალბომის გამოშვებამდე, რეპერმა ანტისემიტური განცხადებებისათვის ბოდიში მოიხადა.
"მე არ ვარ ნაცისტი ან ანტისემიტი. მე მიყვარს ებრაელი ხალხი", — თქვა მუსიკოსმა. ვესტმა ასევე დაამატა, რომ ბიპოლარული აშლილობის გამო მას "დაკარგული ჰქონდა რეალობის შეგრძნება"
აღსანიშნავია, რომ პოლონეთში ნაცისტური სიმბოლიკის პროპაგანდა სისხლის სამართლის დანაშაულია და ნაციზმის საჯარო პროპაგანდისთვის ადამიანი შესაძლოა, სამ წლამდე ვადით დააპატიმრონ.
ფოტო: NPR
სტადიონის ოფიციალურ განცხადებამდე, კულტურის სამინისტროს სპიკერმა BBC-ს განუცხადა, რომ კონცერტის გაუქმება მარტივი არ იყო, რადგან არ არსებობდა კონკრეტული კანონი, რომელიც ამას პირდაპირ კრძალავდა. მისივე თქმით, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც იზიარებდა იმ პოზიციას, რომ კონცერტი არ უნდა ჩატარებულიყო.
შეგახსენებთ, რომ ვესტი ლონდონში Wireless Festival-ის ჰედლაინერი უნდა ყოფილიყო, თუმცა ფესტივალი იძულებული გახდა კანიეს კონცერტი გაეუქმებინა, რადგან ბრიტანეთის მთავრობამ მუსიკოსს ვიზა არ მისცა.
-
სომხეთის საბაჟომ ირანიდან შემოსულ ტვირთში დამალული 26კგ ბუნებრივი თმა ამოიღო სომხეთის საბაჟომ ირანიდან შემოსულ ტვირთში დამალული 26კგ ბუნებრივი თმა ამოიღო
გადახედვა
-
"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა "ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა
გადახედვა
-
Freedom House: "აშშ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება არ უნდა მოხდეს, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გაათავისუფლებს პატიმრებს" Freedom House: "აშშ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება არ უნდა მოხდეს, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გაათავისუფლებს პატიმრებს"
გადახედვა
-
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში მაისის თვეში 500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში მაისის თვეში 500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
-
ეს იყო პირველი შეხვედრა სამუშაო დონეზე, რომლის ფარგლებშიც მოხდა პოზიციების გაცვლა — მაკა ბოჭორიშვილი ევროკომისიასთან შეხვედრაზე ეს იყო პირველი შეხვედრა სამუშაო დონეზე, რომლის ფარგლებშიც მოხდა პოზიციების გაცვლა — მაკა ბოჭორიშვილი ევროკომისიასთან შეხვედრაზე
გადახედვა
-
რიკარდ იოზვიაკი: EU-ს წარმომადგენლები საქართველოსთან ვიზების შესახებ გამართულ დიალოგს აფასებენ, როგორც "საკმაოდ უშედეგოს" რიკარდ იოზვიაკი: EU-ს წარმომადგენლები საქართველოსთან ვიზების შესახებ გამართულ დიალოგს აფასებენ, როგორც "საკმაოდ უშედეგოს"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს" ირაკლი კობახიძე: "საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს"
გადახედვა
-
ჩემს მუსიკას ბარბაროსული სისულელეებისთვის ნუ იყენებთ — არიანა გრანდე თეთრ სახლს მიმართავს ჩემს მუსიკას ბარბაროსული სისულელეებისთვის ნუ იყენებთ — არიანა გრანდე თეთრ სახლს მიმართავს
გადახედვა
-
8 ლიცენზირებული TIR PARK-ის მოქმედი და ყოფილი მეწილეები და დირექტორები ქართული ოცნების წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები არიან 8 ლიცენზირებული TIR PARK-ის მოქმედი და ყოფილი მეწილეები და დირექტორები ქართული ოცნების წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები არიან
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე სადირ ჟაპაროვს შეხვდა ირაკლი კობახიძე სადირ ჟაპაროვს შეხვდა
გადახედვა
-
შანტაჟისთვის გამოიყენება ვიზალიბერალიზაციის საკითხი — ირაკლი კობახიძე ევროკომისიასთან შეხვედრაზე შანტაჟისთვის გამოიყენება ვიზალიბერალიზაციის საკითხი — ირაკლი კობახიძე ევროკომისიასთან შეხვედრაზე
გადახედვა
-
ტოიოტა ცენტრი თეგეტამ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა ტოიოტა ცენტრი თეგეტამ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
-
ჯეიმს ბონდის ფილმების გადაღებაზე უარი ორჯერ მითხრეს, ახლა მათთვის ზედმეტად ძვირი ვარ — სტივენ სპილბერგი ჯეიმს ბონდის ფილმების გადაღებაზე უარი ორჯერ მითხრეს, ახლა მათთვის ზედმეტად ძვირი ვარ — სტივენ სპილბერგი
გადახედვა
-
კოდის წერა AI-ის ეპოქაში: რატომ იზრდება დეველოპერის როლი კომპლექსურ სისტემებში კოდის წერა AI-ის ეპოქაში: რატომ იზრდება დეველოპერის როლი კომპლექსურ სისტემებში
-
Pokémon GO-ს მონაცემები სამხედრო დრონების AI სისტემისთვის გამოიყენეს Pokémon GO-ს მონაცემები სამხედრო დრონების AI სისტემისთვის გამოიყენეს
გადახედვა
-
"მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ — ჩვენი, პოზიტიურად ვარ განწყობილი" — გიორგი ტაბატაძე ევროკომისიასთან შეხვედრაზე "მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ — ჩვენი, პოზიტიურად ვარ განწყობილი" — გიორგი ტაბატაძე ევროკომისიასთან შეხვედრაზე
გადახედვა
-
დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერებაზე, უსამართლოა — საგარეო უწყება 11 ივნისის შეხვედრაზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერებაზე, უსამართლოა — საგარეო უწყება 11 ივნისის შეხვედრაზე
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზ კოლეგას, ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზ კოლეგას, ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოში: მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ირანს არასოდეს განუხორციელებია აგრესია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიის წინააღმდეგ ირანის ელჩი საქართველოში: მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ირანს არასოდეს განუხორციელებია აგრესია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიის წინააღმდეგ
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, როგორ "იღებს გადაწყვეტილებებს" ლორწოვანი სოკო ტვინის გარეშე ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, როგორ "იღებს გადაწყვეტილებებს" ლორწოვანი სოკო ტვინის გარეშე
გადახედვა
-
რატომაა წყალი თხევადი? — მოლეკულათშორისი ძალების საიდუმლო რატომაა წყალი თხევადი? — მოლეკულათშორისი ძალების საიდუმლო
კომენტარები