ჟურნალ Playboy-ს ისტორიაში, პირველად ყდაზე ტრანსგენდერი ფრანგი მოდელი, ინეს რაუა გამოჩნდება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრანსგენდერი მოდელის ყდაზე გამოჩენის პირველი შემთხვევაა, უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალმა ტრანსგენდერ მოდელთან პირველად 1991 წელს ითანამშრომლა, როცა კეროლაინ კოსოს ფოტო ერთ-ერთ ნომერში გამოაქვეყნა.