ცესკოს ყოფილმა თავჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა, ლიდერთა საბჭოს სახელით შეკრებილ არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებთან ერთად, განცხადება გააკეთა.

"ოპოზიციური პარტიების მონიტორინგს ვატარებთ, რათა არ დავუშვათ ის, რაც 2016 წელს მოხდა, როცა ხელისუფლება შედეგებზე ზეგავლენას ახდენდა".

ხარატიშვილის თქმით, მათ უკვე დააფიქსირეს კონკრეტული დარღვევები.

ამის შემდეგ, სიტყვით გამოვიდა ნინო ბურჯანაძე. მან განაცხადა, რომ უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის, ინტერესების და რწმენის ობიექტები ერთიანდებიან.

"კონკრეტულ უბნებზე არის უკვე დარღვევები. ჩვენი, ამ განსხვავებული ადამიანების და ერთმანეთის კონკურენტების ერთადერთი მისიაა, რომ დავიცვათ არჩევნები და თქვენი ხმები".

ბურჯანაძემ ამომრჩევლებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

ამის შემდეგ, სიტყვით გამოვიდა დავით უსუფაშვილი:

"ჩვენ გვაერთიანებს ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის, ინტერესები. დღეს ძალაუფლება გადაეცემა ხალხს და დღეს ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი იქნება ხვალინდელი დღე".

განცხადებას ასევე უერთდებიან კონსტანტინე გამსახურდია, შალვა ნათელაშვილი, კახა კუკავა და ა.შ.