ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის განცხადებით, ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ნომერი საჯარო ინფორმაციაა. აქედან გამომდინარე, ცესკოს განცხადებით, დამკვირვებლებისა და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლების მიერ რეგისტრატორთან ამომრჩევლების მონაცემების გადამოწმება დაშვებულია:

"დამკვირვებლებსა და სუბიექტის წარმომადგენლებს, კენჭისყრის დღეს შეუძლიათ, საარჩევნო უბანში შეუზღუდავად გადაადგილდნენ და დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან."