თბილისის მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან, კახა კალაძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ დღეს თბილისის მოსახლეობა გადაწყვეტს ექნება თუ არა ხვალაც მერობის კანდიდატის სტატუსი.

"მე არჩევანი გავაკეთე რომ ჩვენი ქალაქი იყოს ეკოლოგიურად სუფთა, ტრანსპორტი იყოს მოწესრიგებული, ურბანულად იყოს გამართული და არ ხდებოდეს ქაოტური მშენებლობა. ქალაქში უნდა იგრძნობოდეს სიცოცხლე, ქალაქი უნდა იყოს სიყვარულით სავსე, ისტორიით სავსე, კულტურით სავსე და მე მჯერა რომ ამას ერთად აუცილებლად მოვახერხებთ და შევძლებთ", - აღნიშნა კალაძემ.