იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 38 მოსამართლიდან 34 უვადოდ გაამწესა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს საბჭოს პრესსამსახურმა დაუდასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, ნინო გვენეტაძეს.

საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით კი, საბჭოს მოსამართლე წევრებმა მის მიმართ არაეთიკური განცხადებები გააკეთეს. მისი თქმით, კონფიდენციალური ინფორმაცია კანდიდატების შეფასების შესახებ მოსამართლე წევრებისთვის ცნობილი გახდა. ჯანეზაშვილის განმარტებით, მათ მისი შეფასებები არ მოეწონათ.

უკვე ცნობილია, რომ უვადო მოსამართლედ აირჩიეს თამარ ალანია, რომელიც სააპელაციო სასამართლოში არასრულწლოვანი გვანცა ყუფარაძის საქმეს განიხილავდა. ის სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეების შესარჩევმა კომისიამ კიდევ სამ კანდიდატთან ერთად შეარჩია, თუმცა სტრასბურგს მთავრობას მისი კანდიდატურა არ წარუდგინა.

უვადოდ დანიშნული მოსამართლეების სრულ სიას On.ge მოგვიანებით შემოგთავაზებთ.