ბრაზილიელმა ფოტოგრაფმა, მარკოს ალბერტმა, ქალების სექსუალობის თემაზე The O Project მოამზადა, რომლის საშუალებითაც მას სურს, რომ ამ თემის ირგვლივ არსებული სტიგმა დაანგრიოს, ხოლო ქალისთვის სიამოვნების მინიჭების საკითხს ტაბუ აღარ ედოს.

როგორც ის ჰაფინგტონპოსტთან საუბრისას ამბობს, მან ფოტოები გადაიღო, რათა მსოფლიოს აჩვენოს, რომ ქალების ნამდვილი ორგაზმი პორნოში ნანახი სპექტაკლისგან სრულიად განსხვავდება:

"მინდოდა ამ ტაბუდადებულ თემაზე დადებითი მხრიდან მესაუბრა და სიტუაციისთვის ნათელი მომეფინა. მინდოდა რეალური ცხოვრება მეჩვენებინა, რადგან ნამდვილი ორგაზმი ის არაა, რასაც ტელევიზორში ან ინტერნეტში ვხედავთ. ესაა სიმართლე".

დიახ, ქალების ორგაზმზე არც თუ ისე ხშირად საუბრობენ და ის ყველას არც გამოუცდია. ფოტოების მიზანია ქალები დაარწმუნოს, რომ საკუთარი სურვილების არ სრცხვენოდეთ და გააკეთონ ის, რაც მათ კომფორტს ანიჭებს.

ალბერტის ფოტოებში ქალები ასახულნი არიან ორგაზმამდე, ორგაზმის დროს და მისი დასრულების შემდეგ. პროექტის განმავლობაში ფოტოგრაფის პარტნიორი იყო სექს-სათამაშოების კომპანია Smile Makers. ფოტოების გადაღებისას, ქალები ორგაზმის მისაღწევად პერსონალურ სექს-სათამაშოს იყენებდნენ.

მარკუსს სურდა, რომ მის პროექტში ქალები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩართულიყვნენ. მან დაითანხმა ისეთ კონსერვატიულ ქვეყნებში მცხოვრები ქალები, როგორიცაა ჩინეთი და სინგაპური.

ფოტო: Marcos Alberti

ფოტო: Marcos Alberti

ფოტო: Marcos Alberti

ფოტო: Marcos Alberti

ფოტო: Marcos Alberti

ფოტო: Marcos Alberti

ფოტო: Marcos Alberti

ფოტო: Marcos Alberti

ფოტო: Marcos Alberti

ფოტო: Marcos Alberti

ფოტო: Marcos Alberti

ფოტო: Marcos Alberti

ფოტო: Marcos Alberti

ფოტო: Marcos Alberti

ფოტო: Marcos Alberti

ფოტო: Marcos Alberti

ფოტო: Marcos Alberti

ფოტო: Marcos Alberti

ფოტო: Marcos Alberti

ფოტო: Marcos Alberti

ფოტო: Marcos Alberti

ფოტო: Marcos Alberti