Nokia 7 ანდროიდზე მომუშავე სმარტფონია, რომელიც $400 ღირს. ტელეფონს 13 სანტიმეტრიანი 1080p IPS LCD ეკრანი აქვს, Snapdragon 630 პროცესორი. ხელმისაწვდომი ორი მოდელია, 4GB ოპერატიული მეხსიერებით, რომელსაც 64GB-იანი ვინჩესტერი აქვს და 6GB RAM-ისა და 128GB მახსოვრობის მქონე.

სმარტფონი ასევე აღჭურვილია ე.წ. Bothie კამერით, რაც, სინამდვილეში, ფოტოს გადაღების რეჟიმია, რომელიც წინა და უკანა კამერებით ერთდროულად იღებს ფოტოს.

ტელეფონს 16-მეგაპიქსელიანი და 1,8-დიაფრაგმიანი უკანა კამერა და 5-მეგაპიქსელიანი, 2,0-დიაფრაგმიანი წინა კამერები აქვს.

Nokia 7 თავად Nokia-ს წარმოებული არ არის, ის HDM Global-მა გამოუშვა, რომელსაც ნოკიასგან ბრენდის გამოყენების ლიცენზია აქვს.

ტელეფონები ჯერჯერობით მხოლოდ აშშ-სა და ჩინეთშია ხელმისაწვდომი და უცნობია როდის გამოვა გლობალურ ბაზარზე.