დღეს, 19 ოქტომბერს, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტში, ევროპარლამენტარებმა კომისიის ახალ წინადადებასა და მოლაპარაკებების დაწყებას, უვიზოდ მოგზაურებისთვის ევროზონაში შესვლის გამკაცრების შესახებ, მხარი დაუჭირეს.

პროექტის თანახმად, მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ, ავტორიზაციის ელექტრონულ სისტემაში (ETIAS) სამგზავრო ნებართვის აღება მოუწევთ.

უფრო ზუსტად, აპლიკანტმა სპეციალურად შექმნილ საიტზე ონლაინ აპლიკაციის შესავსებად უნდა ჩაწეროს მისი პერსონალური და სამგაზვრო დოკუმენტის მონაცემები, ასევე განათლებისა და საქმიანობის შესახებ. გარდა ამისა კითხები მოიცავს აპლიკანტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, ისეთს როგორიცაა რაიმე გადამტანი ინფექცია. ასევე უნდა აღნიშნოს კრიმინალური წარსულისა და საომარ ზონაში ყოფნის შესახებ ინფორმაცია. აპლიკანტის მონაცემების დამუშავება დაიწყება მას შემდეგ, რაც მოსაკრებლის გადახდა დადასტურდება. მონაცემებს ევროპოლისა და ინტერპოლის შესაბამისი ორგანოები გადაამოწმებენ.

ევროკომისიამ ელექტრონული სისტემის შესახებ ინიციატივა 2016 წლის 16 ნოემბერს გააჟღერა.

ევროკომისია განმარტავს, რომ ETIAS-ის ავტორიზაცია არ იქნება ვიზა, არამედ უფრო მსუბუქი რეჟიმი. ქვეყნები, რომლებიც სავიზო ლიბერალიზაციით სარგებლობენ, ასევე გააგრძელებენ, თუმცა მოუწევთ მარტივი სამოგზაურო ავტორიზაციის გავლა, მანამ სანამ შენგენის ზონაში შევლენ.

ევროკომისია აცხადებს, რომ იმის გადასაწყვეტად, დაუშვან თუ არა ევროზონის საზღვარზე აპლიკანტი, ავტომატური სისტემა წინასწარ შეამოწმებს მას, პერსონალური მონაცემების სრული დაცვითა და პატივისცემით.

უშიშროების კავშირის კომისრის, ჟულიან კინგის განცხადებით ტერორისტებსა და კრიმინალებს დიდად არ ანაღვლებთ ეროვნული საზღვრის გადმოკვეთა:

"ერთადერთი გზა მათ[ტერორისტების] დასამარცხებლად, არის ის რომ ერთად და ეფექტურად უნდა ვიმუშავოთ. ახალი სისტემა კი ამაში დაგვეხმარება, რომ განვსაზღვროთ პრობლემური ინდივიდები და ხელი შებუშალოთ საზღვის გადმოკვეთაში".