სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ ევროპარლამენტის კომიტეტი 27 ივნისს იმსჯელებს
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (LIBE), საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის საკითხის განხილვა 27 ივნისს ჩაინიშნა. ამის შესახებ ევროპარლამენტის დღის წესრიგში უკვე ჩაიწერა.
სხდომაზე განიხილავენ მომხსენებელ მარია გაბრიელის რეკომენდაციასა და წინადადებას ევროპარლამენტისა და საბჭოსთვის, რომ საქართველოსათვის დაწესდეს შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმი.
20 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ საგარეო საქმეთა მინისტრების შემადგენლობით, ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში განიხილა. სხდომას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინი ხელმძღვანელობდა. მისი განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა საგარეო საქმეთა მინისტრი შეთანხმდა, რომ საქართველომ ეჭვგარეშედ სრულად შეასრულა სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმები.
მოგერინიმ, სხდომის შემდეგ, პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ახლა საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის საკითხი დამოკიდებულია ჰოლანდიაზე, როგორც ევროკავშირის საბჭოში თავმჯდომარე ქვეყანაზე, რათა ევროკავშირის ელჩების (Coreper) შეხვედრის უახლოეს დღის წესრიგში ჩასვან აღნიშნული საკითხი.
Coreper-ის შეხვედრა აქამდე სამჯერ გაიმართა, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციაზე, ვერცერთხელ ვერ მიიღეს.
ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს წარმოამდგენლის ივანე ჩხიკვაძის განმარტებით, საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხს ევროპარლამენტმა საბჭოს სხდომის პარალელურად, ან ცოტა მოგვიანებით, კენჭს უნდა უყაროს. მისი თქმით, ივლისიდან ევროპარლამენტი შვებულების გამო მუშაობას სექტემბრამდე წყვეტს. სწორედ ამიტომ, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლი შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის დარჩენილი პროცედურები შესაძლოა, გადაიდოს სექტემბრისთვის.
ევროპასთან უვიზო მიმოსვლამდე გასავლელი დარჩენილი პროცედურები
მოგერინი: ყველა შეთანხმდა, რომ საქართველომ ბრწყინვალედ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები