შეიძლება თუ არა, რომ ბოძზე ცეკვა (pole dancing) ოლიმპიური სპორტის სახეობა გახდეს? საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბოძზე ცეკვის საერთაშორისო ფედერაცია (International Pole Sports Federation) საერთაშორისო სპორტული ფედერაციის მსოფლიო ასოციაციამ (GAISF) აღიარა.

IPSF-ის დამფუძნებლის, კეიტი კოუტის თქმით, მათ მიუღწეველს მიაღწიეს. ორგანიზაცია განმარტავს, რომ ბოძზე ცეკვა "ტექნიკურ და ათლეტურ" მონაცემებს მოითხოვს ისევე, როგორც ოლიმპიური სპორტის სხვა სახეობები, როგორებიცაა გიმნასტიკა, დაივინგი და ციგურებზე სრიალი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სპორტი სტრიპცეკვასთან ასოცირდება, პერფომანსი ეროტიკულ ელემენტებს არ უნდა შეიცავდეს. მაგრამ ამავე დროს, ვიწრო წრეებში ჯერ კიდევ კამათობენ თუ რამდენად უნდა გაემიჯნოს ბოძზე ცეკვა თავის პირველწყაროს.

ბოძზე მოცეკვავეები ამბობენ, რომ ეს უბრალოდ სპორტი არაა და ის ყველა ასაკის ადამიანისთვის ხელმისაწვდომია. IPSF შეჯიბრებებს ატარებს 10-დან 65 წლამდე მონაწილეებისთვის.

იმისათვის, რომ კონკრეტული სპორტის სახეობა ოლიმპიური თამაშების განრიგში ჩაჯდეს, სამ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს:

  1. მსოფლიო ანტიდოპინგის სააგენტოს (World Anti-Doping Agency) წევრი უნდა იყოს;
  2. საერთაშორისო სპორტული ფედერაციის მსოფლიო ასოციაციის (GAISF) სრულუფლებიანი წევრი უნდა იყოს;
  3. მასში გაერთიანებული უნდა იყო 50 ეროვნული ფედერაცია.

ბოძზე ცეკვა პირველ ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს და ის 20 ეროვნულ ფედერაციას აერთიანებს.

ფოტო: Open Dance Academy

ფაქტები ბოძზე ცეკვის შესახებ:

  • სპორტის ამ სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატი ექვს წელიწადში ერთხელ ტარდება;
  • მსაჯები ოთხი კრიტერიუმით ხელმძღვანელობენ: მოძრაობა, აუცილებელი მოძრაობები, კრეატიულობა და დასკვნა;
  • სულ არის 11 ძირითადი მოძრაობა, მაგრამ მსაჯები ყველაზე მეტ ქულას კრეატიულობას ანიჭებენ;
  • 2012 წლის ბოძზე ცეკვის მსოფლიო ჩემპიონატში 46-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, 2017 წელს - 229-მ;
  • 2012 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მხოლოდ ხუთმა კაცმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო 2017-ში ორმოცმა;
  • სამი ეროვნული ფედერაციის გარდა ყველა პრეზიდენტი ქალია;
  • მთელი წლის განმავლობაში შეჯიბრებებში, დაახლოებით სამი ათასი სპორტსმენი მონაწილეობს.