ინგლისურის მასწავლებელი, დარეჯან გურასაშვილი, საკუთარ მოსწავლეებს ინგლისურ ენას საკმაოდ ორიგინალური ხერხით ასწავლის.

გაკვეთილზე, რომლის ამსახველ ვიდეოსაც პედაგოგი თავის ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს, ბავშვებთან ერთად 2Pac-ის სიმღერებს უსმენს და მღერის.

"ბავშვებმა რამდენიმე არაწესიერი ზმნა, მარტივი წარსული დროის კითხვითი ფორმის წარმოება ისწავლეს 10 წუთში", — ამბობს დარეჯან გურასაშვილი.