შეერთებული შტატები ლტოლვილთა მიღების და მათზე ზრუნვის დიდი ხნის ტრადიციას გააგრძელებს. მთავრობამ, 2018 საბიუჯეტო წლის განმავლობაში, 45 ათასამდე ლტოლვილის მიღების წინადადება წამოაყენა. მათ შორის, აფრიკიდან - 19 ათასი, აღმოსავლეთ აზიიდან - 5 ათასი, ევროპიდან და შუა აზიიდან - 2 000, ლათინური ამერიკიდან და კარიბის ზღვის აუზიდან - 1500, ახლო აღმოსავლეთიდან და სამხრეთ აზიიდან - 17 500.

ლტოლვილთა რიცხვის ახალი ლიმიტი, 45 000, წინა წლებთან შედარებით დაბალია. ის რამდენიმე ფაქტორს ითვალისწინებს როგორიცაა: ამერიკელი ხალხის უსაფრთხოება, მთავრობის უნარი, ლტოლვილები გაძლიერებული უსაფრთხოების პროცედურების შესაბამისად სათანადოდ შეამოწმოს და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტში დაგროვილი, თავშესაფრის მინიჭების თაობაზე ასობით ათასი განსახილველი განცხადება, რომელიც იმ ადამიანებისგან შევიდა, ვინც უკვე შეერთებულ შტატებში იმყოფება და მფარველობას ითხოვს.

1975 წლიდან, შეერთებულმა შტატებმა 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი მიიღო. ახალი ზედა ზღვარით, შეერთებული შტატები ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან შედარებით, ყველაზე მეტ ლტოლვილს დაასახლებს და გააგრძელებს მფარველობის გაწევას ყველაზე დაუცველებისთვის, ვინც რასის, ეროვნების, პოლიტიკური მრწამსის, მოქალაქეობის, რელიგიის ან კონკრეტული სოციალური ჯგუფის წევრობის გამო დევნას განიცდიდა.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ლტოლვილების დასახლება, საცხოვრებლის იძულებით დატოვების გლობალურ კრიზისზე, შეერთებული შტატების პასუხის მხოლოდ ერთი ნაწილია. ჰუმანიტარული დახმარების საქმეში, შეერთებული შტატები მსოფლიოს მოწინავე დონორად რჩება და გასულ წელს 7 მილიარდი დოლარი გაიღო. 2017 საბიუჯეტო წლის განმავლობაში, სირიის კრიზისთან დაკავშირებით, შეერთებულმა შტატებმა 1,4 მილიარდი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება გასწია, ერაყისთვის კი 581 მილიონ დოლარზე მეტი გაიღო. ამასთან ერთად, შიმშილობის წინაშე მდგარი ქვეყნების მოსახლეობისთვის, შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარი გამოყო, ბირმასა და მის რეგიონში იძულებით ადგილნაცვალი პირებისთვის კი, თითქმის 104 მილიონი დოლარი. ჩვენ, გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის ოფისის ყველაზე მსხვილი შემწირველი ვართ და ვაგრძელებთ მოწინავე დონორობას სხვა სააგენტოებისათვის, როგორიცაა: "წითელი ჯვარი", "Movement", "სურსათის მსოფლიო პროგრამა", UNICEF და არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანიზაციების ფართო სპექტრისათვის, რათა ლტოლვილებისათვის და კონფლიქტების მსხვერპლთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა უზრუნველვყოთ

ეს მხარდაჭერა, ლტოლვილებს და კონფლიქტების მსხვერპლთ, სასიცოცხლო დახმარებას საკუთარი ქვეყნების სიახლოვეს იმის გათვლით აწვდის, რომ ვითარების გაუმჯობესების შემთხვევაში, ლტოლვილებმა საკუთარ სახლებში ნებაყოფლობით და უსაფრთხოდ დაბრუნება შეძლონ.

შეერთებული შტატები თავისი ჰუმანიტარული ძალისხმევით და მიზნებით ამაყობს და გააგრძელებს მსოფლიოს გარშემო იმ ადამიანების მფარველობას, რომლებიც ძალადობას და დევნას გაურბიან.